ბელორუსში საკუთარი შვილების მკვლელი მამა სიკვდილით დასაჯეს

ბელორუსში სასიკვდილო განაჩენი აღასრულეს – ქალაქ მოზირის მკვიდრმა კირილ კაზაჩოკმა საკუთარი ორი შვილი დახოცა, კაზაჩოკის დედამ განაცხადა. მისი თქმით, კაზაჩოკი 2017 წლის ოქტომბერში დახვრიტეს, თუმცა, 2018 წლის თებერვალში სააგენტო “ბელაპანმა” სამართალდამცველების ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა, რომ მამაკაცი ცოცხალია და განაჩენის დადგომას ელოდება.

კაზაჩოკმა თავისი 17 და 9 წლის ქალიშვილები მოკლა, შემდეგ კი თავის მოკვლას შეეცადა, მაგრამ გადარჩა.

ბელორუსი ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სიკვდილით დასჯა მოქმედებს. უკანასკნელი 20 წლის მანძილზე სასჯელის უმაღლესი ზომა 400-ჯერ აღასრულეს. 1996 წელს საერთო ეროვნულ რეფერენდუმზე ხალხმა გადაწყვიტა, რომ სიკვდილით დასჯა ქვეყანაში უნდა მოქმედებდეს. ქვეყნის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკოც თვლის, რომ სასჯელის უმაღლესი ფორმა აუცილებელია.

banner
წინა სტატიაშიშრი-ლანკაში მუსლიმებსა და ბუდისტებს შორის შეტაკებები გრძელდება
შემდეგი სტატიარუსეთმა კიდევ ერთი ყოფილი აგენტი მოწამლა ბრიტანეთში