შრი-ლანკას აფეთქებებზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო

ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო შრი-ლანკაში მომხდარ სერიულ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა, რომლის შედეგადაც 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. როგორც დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ჯიხადისტების სამიზნე ქრისტიანები იყვნენ, ასევე, თვითონ შრი-ლანკა, როგორც ტერორისტებთან მებრძოლ კოალიციაში შემავალი ქვეყანა – “ბიბისი” წერს.

უკანასკნელი მონაცემებით, შრი-ლანკას თავდასხმებში 321 ადამიანია დაღუპული, 500 კი – დაშავებული. იუნისეფის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 45 ბავშვია.

banner
წინა სტატიაშიივანე მაჭავარიანი რომან გოცირიძეს – თქვენი გასაშვები რომ გავხდები, მაშინ დაიქცეს ეს ქვეყანა
შემდეგი სტატიამსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისთვის წარედგინა