მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისთვის წარედგინა

მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისთვის წარედგინა.როგორ პროკურატურაში განაცხადეს, ჯიბღაშვილს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული.

ლევან ჯიბღაშვილის დაკავების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის დაკავებულია სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის საფუძველზე, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს. ბრალის ოფიციალური წარდგენისას კი დაკავებულს ამ მუხლის კიდევ ერთი ნაწილი დაემატა, რაც ნარკოტიკული საშუალების დიდ ოდენობას გულისხმობს.

შედეგად ლევან ჯიბღაშვილს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებიან.
ნარკოტიკული საშალებების ოდენობასთან დაკავშირებით, მცხეთის იზოლატორის დატოვების შემდეგ, ჯიბღაშვილის ადვოკატს კომენტარი არ გაუკეთებია. მან მხოლოდ საბრალდებო მუხლი გააცნო ჟურნალისტებს და მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე არ ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშიშრი-ლანკას აფეთქებებზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო
შემდეგი სტატიაივანე მაჭავარიანი – ქართული სახელმწიფო არავისთან ისე მართალი არ არის, როგორც „ომეგასთან“, ასეთი შემხვედრი ნაბიჯები არავისთვის გადაგვიდგამს