ივანე მაჭავარიანი რომან გოცირიძეს – თქვენი გასაშვები რომ გავხდები, მაშინ დაიქცეს ეს ქვეყანა

region
ავტ.: region აპრილი 23, 2019 16:56

ივანე მაჭავარიანი რომან გოცირიძეს – თქვენი გასაშვები რომ გავხდები, მაშინ დაიქცეს ეს ქვეყანა

ამ ასაკის კაცს ღიად, პირდაპირ შეგიძლიათ ისე მოიტყუოთ, წარბი არ შეიხაროთ, – ასე მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს რომან გოცირიძეს, რომელმაც მინისტრს ჰკითხა, მის მიერ სამინისტროში გაგზავნილ ექვსი წერილიდან რატომ არც ერთს არ უპასუხა.

როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, დღევანდელი კომიტეტის სხდომაზე, ცხარე კამათი გაიმართა, როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„დღეს ჩვენ გვქონდა გაცხარებული კამათი თითქმის ყველასთან, ვერც ერთხელ ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე იტყუებოდა, თავისი ინტერპრეტაცია ჰქონდათ. ასე ღია, პირწმინდა ტყუილები არავის უთქვამს. ამ ასაკის კაცს, ჩვეულებრივად, ღიად, პირდაპირ შეგიძლიათ ისე მოიტყუოთ, წარბი არ შეიხაროთ“, – მიმართა მაჭავარიანმა გოცირიძეს.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, ფინანსთა სამინისტროს ექვსი წერილი გაუგზავნა და არც ერთზე პასუხი არ მიუღია.

„მე ხომ არ გეუბნებით, რომ წერილი არ დაგიწერიათ თქო, კიდევ გააგრძელეთ წერა“, – მიმართა მაჭავარიანმა დეპუტატს.

მინისტრს რომან გოცირიძემ უპასუხა: „გააგრძელე კი არა გაპასუხებინებთ და კიდეც გაგიშვებთ“.

დეპუტატის ამ რეპლიკაზე მინისტრმა აღნიშნა: „აქ თქვენი გასაშვები რომ გავხდები, მაშინ დაიქცეს ეს ქვეყანა“

region
ავტ.: region აპრილი 23, 2019 16:56

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,276
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics