შოთა შალელაშვილი: დაპირებების შეუსრულებლობით “ქართული ოცნება” ვეღარავის აკვირვებს, მაგრამ ეს შემთხვევა მაინც განსაკუთრებულია

მაჟორიტარული სისტემით პირად ინტერესებზე ორიენტირებული პირები ახერხებენ პარლამენტში მოხვედრას, ამით კი მხოლოდ და მხოლოდ მმართველი პარტია ხეირობს, სხვა ყველა მხარე წაგებულია, განსაკუთრებით კი ქვეყანა, – ამის შესახებ ყოფილი პარლამენტარი შოთა შალელაშვილი აცხადებს.

“მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის რას ნიშნავს პროპორციული საარჩევნო სისტემა” – თითქოს საკონსტიტუციო ცვლილების ჩასაგდებად საკმარისი არგუმენტი იყოს, ამით მისი არსებობის საჭიროება არ ქრება, მაგრამ საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებულ და ძალაუფლებაზე ჩამოკიდებულ პოლიტიკანებს რეალობისგან შორს ყოფნა ახასიათებთ.

დაპირებების შეუსრულებლობით “ქართული ოცნება” ვეღარავის აკვირვებს, მაგრამ ეს შემთხვევა მაინც განსაკუთრებულია:

რა დავკარგეთ პროპორციული საარჩევნო სისტემის რეფორმის ჩაგდებით?

საქართველოში მოქმედი კონსტიტუციით, ამომრჩევლები პარტიული სიის მიხედვით პარლამენტის ნახევარს აკომპლექტებენ, მეორე ნახევარს კი მაჟორიტარი დეპუტატები იკავებენ.

ამ სისტემამ თავისი უარყოფითი თვისებები არაერთხელ გამოავლინა, რაც პარლამენტის მუშაობას შინაარსს უკარგავს.

რეალურად, მაჟორიტარული სისტემით პირად ინტერესებზე ორიენტირებული პირები ახერხებენ პარლამენტში მოხვედრას, ამით კი მხოლოდ და მხოლოდ მმართველი პარტია ხეირობს, რომელიც პარლამენტში უფრო მეტ ადგილს იღებს, ვიდრე რეალურად ეკუთვნის მას. სხვა ყველა მხარე წაგებულია, განსაკუთრებით კი ქვეყანა!”, – აცხადებს შალელაშვილი.

ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა შოთა შალელაშვილმა სადეპუტატო მანდატი გასული წლის 10 სექტემბერს დატოვა.

banner
წინა სტატიაშისოხუმში ერთ-ერთი მაცხოვრებლის სახლთან ჭურვები გააუვნებელყვეს
შემდეგი სტატიასაქართველოში კანადის ახალდანიშნულმა ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა