(video) შორენა თეთრუაშვილი საპატრიარქოში შემთხვევით არ მომხვდარა და მის უკან გარკვეული ძალები დგანან

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 11, 2017 21:40

(video) შორენა თეთრუაშვილი საპატრიარქოში შემთხვევით არ მომხვდარა და მის უკან გარკვეული ძალები დგანან

,,მე მინდა, ჩემი გულისტკივილი გაგაცნოთ. პირველი როდესაც პატრიარქის დაჭრილი განცხადება გავრცელდა, შემდეგ კი ვარიანტი გამოჩნდა, რომ პატრიარქი არ იყო ინფორმირებული მამა გიორგი ამბობდა ხან ერთს და ხან მეორეს თუ საგამოძიებო უწყება. მეორე ის, რომ როდესაც უწმინდესს ოპერაციაზე შესვლის წინ მისი უახლესი გარემოცვა ეუბნება, რომ შენი უსაყვარლესი სასულიერო პირი და დაკავებულია აეროპორტში, რომ თითქოს თქვენს მოსაწამლად მოდიოდა და მისი კიდევ ერთი საყვარელი ადამიანი დაბარებულია დაკითხვაზე, მე მიმაჩნია, რომ ასეთი ფარისევლების და ასეთი გარემოცვის ხელში პატრიარქი არ არის დამოუკიდებელი.

ჩამოვიდა მისი უწმინდესობა თბილისში. ჩვენამდე მოუსმინა ადვოკატებს და შემდეგ შეგხვდა ჩვენ. უწმინდესს ჰქონდა აზრი, იქნებ თავდებით გამოვიდეს მამა გიორგი და გამოძიება გაგრძელდესო, მაგრამ, ჩემ გარდა, მოხდა ერთსულოვნად აზრის გამოხატვა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო საშიში, რომ შეიძლებოდა მამა გიორგის ლიკვიდაცია მომხდარიყო. როდესაც ხდება ზეწოლა პატრიარქზე…ამას მივიჩნევ ზეწოლად, ეკლესიისა და პატრიარქის​ არაინფორმირებულობად და მტრობად “, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მისი თქმით, ,,როდესაც უწმინდესზე ზემოქმედების მეშვეობით შეიძლება ის იყოს დეზინფორმირებული, როდესაც მისი ახლო გარემოცვა ახერხებს რომ შეუცვალოს აზრი, ეს დიდი პრობლემაა”.

მეუფე პეტრე ცაავას თქმით, ის ევედრება ღვთისმშობელს, რომ სიმართლე გამოავლინოს.

,,რა თქმა უნდა, ეს არის ნიშანი იმისა, რომ პატრიარქი ჩემს მოსაზრებებს არ ეთანხმება. მადლობა ღმერთს რომ ეს განსაცდელი და ეს ჯვარი მარგუნა. ვსასოებ უფალს და ღვთისმშობელს, რომ გამოავლენს სიმართლეს”, – განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.

,,დიდი განსაცდელის წინაშე დავდექი რამდენიმე წლის წინ, კონკრეტული მაგალითები მოვუყვანე პატრიარქს , თუ როგორ შეფასებას აძლევდნენ ჩემს საქციელს. მე პატრიარქს ვუთხარი, რომ ესენი არიან ეკლესიისა და თქვენი სამშობლოს მტრები და მე თქვენი მტერის მტერი და სამშობლოსა და ეკლესიის მტრების მტერი ყოველთვის ვიქნები-მეთქი. შური იწვევს ამას, მტრობა ბოროტება ბევრი რამ. ,,შურმა შეიპყრო ერი უსწავლელი”, ამისგან თავისუფალი არ ვართ , ჭამს ადამიანს ისევე, როგორც ჟანგი რკინას”, – განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ.

,,როდესაც უწმინდესზე ზემოქმედების მეშვეობით შეიძლება ის იყოს დეზინფორმირებული, როდესაც მისი გარემოცვა ახერხებს რომ შეუცვალოს აზრი, ეს მიმაჩნია დიდ პრობლემად. ამის სათავეში, ჩემი შეფასებით, რა თქმა უნდა, მდივან რეფერანტი დგას, რომელმაც წლების განმავლობაში მოახერხა, რომ მისი ნდობა მოეპოვებინა და შეძლებოდა უწმინდესის აზრის შეცვლა”, – განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.

მეუფე პეტრე ცაავას თქმით, შორენა თეთრუაშვილი საპატრიარქოში შემთხვევით არ მომხვდარა და მის უკან გარკვეული ძალები დგანან.

,,ვთქვი, რომ ეს ადამიანი შემთხვევით არ მომხდარა. საპატრიარქოში მის უკან, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება ბნელ ძალებად მოიაზრებოდნენ”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

 

https://youtu.be/w7uKBvbNkvk

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 11, 2017 21:40

Google სტატისტიკა


1,942
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics