პატრიარქის მდივან-რეფერენტს ფანჯრიდან აგდებდნენ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 11, 2017 21:51

პატრიარქის მდივან-რეფერენტს ფანჯრიდან აგდებდნენ

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა აცხადებს, რომ საპატრიარქოს კარის ეკლესიის მოძღვარი, მამა ლევან ფირცხალაიშვილი პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს ფანჯრიდან აგდებდა.
ეს განცხადება “იმედის” ეთერში მეუფე პეტრემ მამა ლევან ფირცხალაიშვილი ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა. მამა ლევანი მეუფეს ყოფილი ხელისუფლების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს და მას “სააკაშვილის სიამის კატას” უწოდებს.

“დიდი სირცხვილია მამა ლევანის მოძღვრება, მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე. მას დავუსვამდი ერთ შეკითხვას – როდესაც ის იყო პატრიარქის მდივანი, თვითმხილველები დამიდასტურებენ, რომ ღია ფანჯრიდან ცდილობდა ქალბატონი მდივნის (იგულისხმება შორენა თეთრუაშვილი) გადაგდებას. რა იყო მაშინ ამის მიზეზი? მისმა სიტყვებმა და საქციელმა ამხილოს თავად, მე მეტს აღარ გავაგრძელებ. რაც შეეხება წინა ხელისუფლებასთან ჩემს კავშირს, ქალბატონი შორენა შეეცადა, რომ ცილისმწამებლური მეთოდით, ჩემგან მტრის ხატი შეექმნა”,- განაცხადა მეუფე პეტრემ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი საპატრიარქოს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. მეუფემ პატრიარქის მდივან-რეფერენტი უწმინდესზე ზეგავლენის მოხდენაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საპატრიარქოს არაფორმალურად შორენა თეთრუაშვილი მართავს. მეუფე პეტრე ასევე ინიციატივით გამოდის აღდგეს საეკლესიო სასამართლო.

https://youtu.be/w7uKBvbNkvk

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 11, 2017 21:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,001
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics