მეუფე პეტრეს თქმით, შორენა თეთრუაშვილთან არ დამარცხებულა

ტელეკომპანია ,,იმედის” ჟურნალისტის კითხვაზე დამარცხდა თუ არა ის შორენა თეთრუაშვილთან, მეუფე პეტრე პასუხობს, რომ თავს არც ერთ ეტაპზე დამარცხებულად არ მიიჩნევს.

,,მარცხად არ ვთვლი, როცა იბრძვი სიმართლისთვის და საქარველოს ეკლესიისა და ქვეყნისთვის არც ერთ მომენტზე არ ვთვლი, რომ სადმე მარცხია.

წმინდა გიორგი დამარცხებული ქეთევან დედოფალი თუ სხვა?”, – განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში.მისივე განცხადებით ,,ცრუ ინფორმაცია გამოვიდა საპატრიარქოდან, როგორც არა ერთგზის. თითქოს მედიის საშუალებით უნდა აეკრძალათ კომუნიკაცია. მაშინ განჩინებაში მოვისმენდით ამას, სინოდზე ასეთი საკითხი არ ყოფილა, ზოგადად იყო თხოვნა, რომ მოვერიდოთ მედიის საშუალებებს”, – განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ მსგავსი განწყობა მისმა კომენტარმა გამოიწვია, რომლის მიხედვითაც უნდა მორიდებოდა განცხადებების გაკეთებას დროებით და დალოდებოდა სინოდის ოფიციალურ განცხადებას. მეუფე პეტრე ცაავას თქმით, მისი განცხადება სხვა კონტექსტის მატარებელი იყო.

 

https://youtu.be/w7uKBvbNkvk

banner
წინა სტატიაშიბათუმი ამ წუთებში
შემდეგი სტატია(video) შორენა თეთრუაშვილი საპატრიარქოში შემთხვევით არ მომხვდარა და მის უკან გარკვეული ძალები დგანან