შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის შემადგენელი, ზესტაფონის შემოვლითი გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს

E60 ავტომაგისტრალის, რიკოთის საუღელტეხილო გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის შემადგენელი, ზესტაფონის შემოვლითი გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია 14.7 კმ- იანი 4 ზოლიანი გზის მშენებლობა.

ამ ეტაპზე, 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი, ხოლო 10 გვირაბიდან ათივე გვირაბი გაჭრილია. სამუშაოების ფიზიკური პროგრესი დღეის მდგომარეობით 80%-ია. რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, რომელიც 4 მონაკვეთადაა დაყოფილი, ჯამში, შენდება 52 კმ-მდე გზა, 97 ხიდი და 51 გვირაბი

banner
წინა სტატიაშიბექა ლილუაშვილი – „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა და ამას ხელისუფლება საკუთარი ქმედებებითაც ადასტურებს
შემდეგი სტატიაქობულეთში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა