ქობულეთში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. “აჭარის ტელევიზიის” ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით, ადგილზე მისულ ბრიგადას სამი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა. ორი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.

მედიკოსების განცხადებით, ორივე დაშავებულს სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიშორაპანი-არგვეთას მონაკვეთის შემადგენელი, ზესტაფონის შემოვლითი გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს
შემდეგი სტატიაპოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუსეთისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს