უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 10 “შაჰიდი” ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 10 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან ხარკოვის რეგიონში ყველა მათგანი ჩამოაგდეს.

“14 აპრილის ღამეს რუსმა დამპყრობლებმა უკრაინას შეუტიეს 10 შაჰიდ-131/136 ტიპის უპილოტო საფრენ აპარატით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან (კურსკის ოლქიდან). ასევე, ოთხი S-300/S-400 საჰაერო მართვადი რაკეტით ოკუპირებული დონეცკიდან. უკრაინის თავდაცვისა და უკრაინის საჰაერო ძალებმა ყველა “შაჰიდი” ჩამოაგდეს,” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიჩვენ, ადვოკატები, ყველა იმ ადამიანს გავუწევთ უფასო იურიდიულ მომსახურებას, ვის უფლებებსაც დაარღვევს “ოცნება” – ნაციონალური მოძრაობის იურისტი
შემდეგი სტატიაშოლცი – გერმანია ისრაელის გვერდითაა