შოიგუ: რუსეთს სირიაში 2 მუდმივი საჰაერო ბაზა ექნება

რუსეთი თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთი სირიაში მუდმივი საჰაერო ბაზების შექმნას აპირებს.
,,რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სირიაში ორი მუდმივი საჰაერო ბაზის შექმნა დაიწყო,, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, მედიასთან საუბრისას. მისი განმარტებით, მათ უკვე დაიწყეს ორი, ტარტუსის და ხმეიმიმის სამხედრო ბაზების შექმნა, რომელიც შოიგუს განმარტებით, მუდმივად იარსებებენ.
,,გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა და მთავარსარდალმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა ტარტუსის და ხმეიმიმის სამხედრო ბაზების   განლაგების  სტრუქტურა და პერსონალის სია და ჩვენც დავიწყეთ სამხედრო ბაზების მშენებლობა,, აცხადებს შოიგუ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა სირიაში, 2015 წლის 30 სექტემბრიდან დაწყებული სამხედრო ო მოქმედებები, რომლის დასრულების შესახებ გასული თვის ბოლოს განაცხადა. მიუხედავად ამისა, სირიაში დღემდე რჩება რუსული სამხედრო კონტინგენტის მნიშვნელოვანი ნაწილი.

banner
წინა სტატიაშიროგოზინმა შოვინისტური საშობაო ვიდეო გაავრცელა
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: რაც ,,ოცნებას,, სჭირს – ეს ,,გაბანძებაა,,