როგოზინმა შოვინისტური საშობაო ვიდეო გაავრცელა

,,რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა სოციალურ ქსელში შოვინისტური და არაეთიკური ვიდეო გაავრცელა, რომელიც კარგად ასახავს რუსეთის ხელისუფლების ბუნებას,, ასეთია დამოუკიდებელი რუსი ბლოგერების შეფასება, იმ ვიდეო რგოლზე, რომელიც ამერიკელი ბავშვის საახალწლო სურვილს და მასთან რუსი ჰაკერების დამოკიდებულებას ეხება.
სიუჟეტში, რომელიც ავტორთა აზრით, ,,სადღაც აშშ-ში,, ვითარდება, ამერიკელ მოზარდს, რომელიც შობის ღამეს ,,სანტას,, ელოდება, ძილში უცნაური ხმაური ესმის… გამოღვიძებული სასტუმრო ოთახში შედის და მას რუსი ,,დედ მოროზის,, (ყინულის ბაბუა) მიერ მძევლად აყვანილი, პირში ჩვარჩაჩრილი, სკამზე მიბმული ,,სანტა,,  დახვდება… ხოლო მოძალადე ,,დედ მოროზი,, შეშინებულ მოზარდს რუსულად  ლექსის თქმას აიძულებს.
,,ჩვენ გავტეხეთ შობა! რუსი ჰაკერები,, ასეთი წარწერა ,,ამშვენებს,, როგორზინის მიერ მოწონებულ და გავრცელებულ ვიდეოკლიპს.  აღსანიშნავია, რომ ეს ვიდეო, რუსულმა პროპაგანდისტულმა ტელარხმა ,,რაშა თუდეიმაც,, გაავრცელა
ვიდეო:

 

banner
წინა სტატიაშითერილმან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა
შემდეგი სტატია შოიგუ: რუსეთს სირიაში 2 მუდმივი საჰაერო ბაზა ექნება