კახა მიქაია: რაც ,,ოცნებას,, სჭირს – ეს ,,გაბანძებაა,,

გიხაროდენ!!!,,დაიცავი საქართველოს,, ერთ-ერთმა ლიდერმა – კახა მიქაიამ, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ,,თაიმერთან,, კომენტარი გააკეთა.

-კვირიკაშვილის საჯარო გინებამ  დაიმსახურა საზოგადოების კრიტიკა . მე არ ვგულისხმობ ქართული ოცნების ბრმა მომხრეებს , რომლებიც ხელისუფლების ყველანაირ ქმედებას ამართლებენ. ასევე არ მიმაჩნია საჭიროდ ვისაუბრო იმ კომენტარებზე , რომელიც მოჰყვა კვირიკაშვილის ქმედებას და რომელ კომენტარებსაც ქართული ოცნების მომხრეები აკეთებდნენ. მინდა მხოლოდ ქალბატონ ენძელა მაჭავარიანის კომენტარი გამოვყო, როცა მას კვირიკაშვილის ქმედებამ ცნობილი ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი გაახსენა. ვფიქრობ, ქალბატონმა ენძელამ არა ზინედინ ზიდანი არამედ საკუთარი თავი დაინახა პრემიერში. “მატრიოშკა”- რუსული ხის სათამაშო მოხატული თოჯინის ფორმის, რომლის შიგნითაც მომცრო ზომის მსგავსი თოჯინებია ჩაწყობილი და ვანკა-სტანკასავით ხან ქანაობს და ხანაც “გორაობს”. ფორმით და საქციელით კვირიკაშვილი ძალიან წააგავს “მატრიოშკას” . არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო ქალბატონ ენძელას , მაგარამ ქალბატონი ენძელაც ჩემში მატრიოშკის ასოციაციას იწვევს. “მატრიოშკა” თითის წაკვრით იწყებს ქანაობას. სწორედ ეს შთაბეჭდილება დამრჩა , როცა კვირიკაშვილს ვუყურებდი. მელიას თითის წაკვრაზე ისე აქანავდა ეს კაცი, რომ მართლაც სასაცილო იყო მისი ყურება. კვირიკაშვილი მატრიოშკასავით ირხეოდა მანდატურიდან მანდატურამდე. თითქოს მას, მანდატურებმა საბლატაო ტერიტორია შემოუხაზესო.
..ამიტომ პრემიერს ქალბატონი ენძელას მსგავსად ზინედინ ზიდანს ვერ შევადარებ – ჩვენი პრემიერი უფრო რუსულ მატრიოშკას “ზინაიდას” წააგავს.
სახეწაშლილი პრეიმერ-მინისტრი არის დღევანდელი ბანკირების ხელისუფლების სიმბოლო, რომელმაც ქვეყანაში სოციალური უსამართლობა დანერგა და თავად ღრმა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და მორალურ კრიზისში შევიდა.
კვირიკაშვილმა გახსნა გინების და შეურაცხყოფის ახალი ველი ქართულ პოლიტიკაში. ახლა, ვისაც არ დაეზარება ყველას შეუძლია აგინოს, შეურაცხყოფა მიაყენოს ოპონენტს და ყოველივე ეს საკუთარი ღირსების დაცვის აუცილებლობით გაამართლოს. ტელევიზიებმა კი, რუსთავი2-დან დაწყებული, წალენჯიხის ტელევიზიით დასრულებული ეს ვაკჰანალია ,,საკადრისი” პრომოუშენითაც უზრუნველჰყონ.
ასე, რომ..

– ზუგდიდის მერმა კიდევაც მიბაძა პრემიერს..

ზუგდიდის მერზე არ მალაპარაკო, როგორც ვიცი მას კეთილები არ ჰყავს.საერთოდ ოცნებაში დანერგილია, მლიქვნელობის და მიმბაძველობის სინდრომი. გაიხსენეთ, თუნდაც ზაქარია ქუცნაშვილის ცნობილი ფრაზა: ,,როგორც ბატონი ბიძინა გვასწავლიდა”… ადამიანი, რომელიც გინებით ცდილობს საკუთარი ღირსების დაცვას, ის უღირსი ადამიანია და საერთოდ, ყალბი ძველბიჭურ- მხედრიონული წარსული, ხელისუფლებაში მოკალათებული ბიჭბუჭების ქმედებებში ზოგჯერ ზომაზე მეტად შესამჩნევია. აქედან გამომდინარე, თმენის ვალდებულებაზე ან სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე საუბარი მათთან მიმართებაში, ვფიქრობ, უადგილოა.

– ბატონო კახა, უკვე აქტიურად მიდის საუბარი საკადრო ცვილებებზე. კულუარებში უკვე კვირიკაშვილის შემცვლელზეც დაიწყეს საუბარი…

ყველაფერი დამოკიდებულია მარიონეტების თეატრის დირექტორზე ბიძინა ივანიშვილზე, ივანიშვილი განსახღვრას ქართულ პოლიტიკას და ის გადაწყვეტს ვინ იქნება საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი. დღეს რაც ქართულ ოცნებას სჭირს ეს “გაბანძებაა” და მეტი არაფერი. ხოლო სანამდე გასტანს ეს გაბანძება ამის თქმა ძალიან მიჭირს. გამოვრიცხავ რომ ბიძინა ივანიშვილი არ გრძნობდეს და ვერ ხედავდეს იმას თუ რა მდგომარეობაშია ქართული ოცნების ხელისუფლება.

ბატონო კახა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ახალი ფრაქციები შექმნეს ერთ-ერთი ქართული ოცნება- დაიცავი საქართველოს სახელწოდებით. თქვენი აზრით რით იყო ეს ფაქტი განპირობებული?

შესაძლოა ე.წ ტენდერების სკანდალით და ოცნებაში არსებული შიდა დაპირისპირებით. თუმცა, ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, ქართულ ოცნებაში არ არის პოლიტიკური ფიგურა,რომელსაც შეუძლია შიგნიდან ქართული ოცნების გახლეჩვა და ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირება.ხელოვნურად აჟიოტაჟის შექმნა კი არასწორად მიმაჩნია.

– თბილისის მერია, რომ საახალწლო განათებებზე დიდ თანხას ხარჯავს, ხოლო სოციალურად დაუცველთა და საბავშვო ბაღების ხარჯებს ამცირებს, მერი კი 4 ლარიანი საახალწლო ნათურების ყიდვისკენ მოუწოდებს მოსახლეობას… ამას ნორმალურად თვლით?

თუ კალაძე მსურველთათვის თავად იყიდის ლილოს ბაზრობაზე საახალწლო მანათობლებს კი ბატონო ყველანი დავკიდებთ. ოთხი ლარი კი არა ხალხს პურის საყიდელი ფული არ აქვს. რამდენი ოჯახი ხვდება ახალ წელს ულუკმაპუროდ თუ იცის ხელისუფლებამ?!

ბერდია კალანდია

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში შოიგუ: რუსეთს სირიაში 2 მუდმივი საჰაერო ბაზა ექნება
შემდეგი სტატიარუსი სტუდენტი შიშველი სხეულით გადაეფარა ნაძვის ხეს