შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ქურდობის ფაქტი აღკვეთა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული,
წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ
მყოფი კ.ი. ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 იანვარს
მეტროსადგური „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტების გაქურდვა
სცადა, რა დროსაც სამართალდამცველებმა იგი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
გამოძიება სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის მცდელობის ფაქტზე,
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიშემოვლითი რკინიგზის პროექტი ყოველგვარ გონიერებას იყო მოკლებული
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა ყაზბეგში ძვირფასეულობის და ფულის მოპარვის ფაქტი გახსნეს