შემოვლითი რკინიგზის პროექტი ყოველგვარ გონიერებას იყო მოკლებული

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge თებერვალი 3, 2019 12:00

შემოვლითი რკინიგზის პროექტი ყოველგვარ გონიერებას იყო მოკლებული

,,უგულავას მაგ გვირაბთან ბორკილებს უნდა ადებდნენ და იქვე იმავე გვირაბთან ახლოსაა გლდანის ციხე, ხანგრძლივად უნდა ასვენებდნენ სწორედ ამ 200 მლიონზე მეტის გაფლანგვისთვისაც, – ასე გამოეხმაურა საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელი, დაჩი ცაგურია თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას.

„პროექტი ყოველგვარ გონიერებას იყო მოკლებული, არ ჰქონდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. ყველა კვლევამ, რომელიც ავტორიტეტულმა კომპანიებმა ჩაატარეს, აჩვენა, რომ ასობით მილიონი იხარჯებოდა და მივიღებდით გაუარესებულ გამტარუნარიანობას, გაზრდილ საოპერაციო ხარჯებს, ქალაქის ცენტრიდან გაქრებოდა სამგზავრო სადგური და ა.შ. მოკლედ, სია გრძელია, თან რა უნდა განმუხტულიყო, არც მაგაზე ჩაუტარებია ვინმეს კვლევა… ერთი სიტყვით “ჩვენ რომ ვფლანგავდით ფულს უაზრო პროექტზე, თქვენც ბოლომდე გაფლანგეთო” – გვეუბნებიან… არა ჩემო გიგი, უაზრობაში რაც თანხები გადაყარეთ, კმარა, ახლა მხოლოდ საჭიროებიდან გამომდინარე, როგორც იქნება ყველაზე უკეთესი ამ ქვეყნისთვის, ისე დაიხარჯება ფული.

შენ წადი და თბილისის ალპინისტი დასუფთავების ვარსკვლავები მოგვიკითხე… მაგ უაზრო კრედიტებმა (ასობით მილიონები) უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო ჩვენი ქვეყანაც და რკინიგზაც. ოდნავ ნამუსი რომ გქონდეთ, მაგ ენას კბილს ისე უნდა აჭერდეთ, სისხლი მოგდიოდეთ, მაგრამ აბა ეგ თქვენ საიდან?!“, – წერს დაჩი ცაგურია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის 200-მილიონიანი შემოვლთი რკინიგზის პროექტი დააკონსერვა, წინა ხელისუფლების დროს აშენებულ გვიარებებში ახლა მწყემსები ცხვრის ფარებს აფარებენ.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge თებერვალი 3, 2019 12:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,085
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics