სამართალდამცველებმა ყაზბეგში ძვირფასეულობის და ფულის მოპარვის ფაქტი გახსნეს

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ლ.ჭ. ქურდობის ბრალდებით
დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ჭ.-მ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში,
მოქალაქის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია, ოქროს ნივთებს,
ასევე დანაზოგ ფულს ფარულად დაეუფლა და მიიმალა.
პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას და საგამოძიებო ექსპერიმენტის
შედეგად, მოპარული ფულის ნაწილი, ასევე, საჩხერის მუნიციპალიტეტში,
ერთ-ერთი ხის ქვეშ ჩამარხული ნაქურდალი ოქროს ყველა ნივთი ნივთმტკიცებად
ამოიღო.
გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე,
საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ქურდობის ფაქტი აღკვეთა – დაკავებულია 1 პირი
შემდეგი სტატიატელეკომპანია “რუსთავი-2“-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფაქტების შეგნებულად დამახინჯებას და მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობას