შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს
სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო
მოქმედებების შედეგად, პირობითი მსჯავრი ქვეშ მყოფი, 1973 წელს დაბადებული
გ.მ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.მ.-მ მიმდინარე წელს, თბილისში, ჯანაშვილის
ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ოფისიდან ოთხი ლეპტოპი მოიპარა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე
მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

banner
წინა სტატიაშითემირლან მაჩალიკაშვილის საქმე – ენმ-მ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტს მიმართა
შემდეგი სტატიასაპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს