საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს

Crime Scene

მიმდინარე წლის 28 იანვარს, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში,
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ხიდიდან მდინარე მტკვარში მამაკაცი გადახტა.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში
გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. პატრულ-ინსპექტორებმა, სწრაფი რეაგირების
შედეგად, წყალში მყოფი მოქალაქე ამოიყვანეს და პირველადი დახმარება
აღმოუჩინეს.

მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში
გადაიყვანა. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში ხელისუფლების კვალს ხედავს