თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე – ენმ-მ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტს მიმართა

„ნაციონალური მოძრაობა“ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებას და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტის ბიუროს ამ თხოვნით უკვე მიმართეს.

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ისინი საგამოძიებო ორგანოს არ ენდობიან და აუცილებლად მიაჩნიათ საკითხზე პარლამენტმა იმსჯელოს.

„იმიტომ რომ ჩვენ არ ვენდობით იმ პროკურატურას რომელიც ფარცხალაძის ხელით აწარმოებს გამოძიებას, ჩვენ მოვითხოვეთ საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში. თუ პოლიტიკური ნება არსებობს “ქართულ ოცნებაში” ან “ქართული ოცნების” ნაწილშიც კი, ახალი რეგლამენტის მიხედვით, 50 დეპუტატის ხელმოწერაც კი საკმარისია, იმისათვის რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნას და პასუხი გაეცეს პირველ რიგში თემირლან მაჩალიკაშვილის მამას და მის ოჯახის წევრებს,“-აცხადებს თინა ბოკუჩავა.

არსებულ კითხვებზე პასუხების მიღების აუცილებლობაზე საუბრობს საპარლამენტო უმცირესობაც. “ევროპული საქართველო” მზად არის საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ინიციატივას მხარი დაუჭიროს.

“თუ ეს საკითხი დადგება რომ იყოს მაგვარი კომისია შემქნილი მე არ მგონია რომ ამას ჩვენი მხრიდან ევროპული საქართველოს მხრიდან რაიმე წინააღმდეგობა ექმნება, პირიქით ექნება მხარდაჭერა“-განაცხადა გიგი წერეთელმა.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას – მმართველ გუნდში ამ თემაზე საუბარი არ სურთ.

banner
წინა სტატიაშიგახმაურებული ძალადობის ფაქტები – საია ჭიდაობის ფედერაციასთან დაკავშირებული საქმეების ობიექტურ გამოძიებას ითხოვს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი