რატომ გაუბრაზდა ტრამპი საკუთარ ძალოვანებს

დონალდ ტრამპისა და მის საკუთარ ძალოვან უწყებას შორის დაპირისპირებამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა კვირას აშშ-ს პრეზიდენტმა “ტვიტერში” დაწერა: “ახლა მოვითხოვ და ხვალ ამას ოფიციალურად განაკეთებ, რომ იუსტიციის სამინისტრომ გაარკვიოს, იყვნენ თუ არა ჩანერგილები გამოძიების ფედერალურ ბიუროში, იუსტიციის სამინისტროსა და ტრამპის საარჩევნო შტაბში და უთვალთვალებდნენ თუ არა მათ პოლიტიკური მიზნებისთვის!”. ტრამპმა, ასევე მოითხოვა, რომ ძალოვანებმა გაარკვიონ, იყო თუ არა ეს “ობამას ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული”.

რამდენიმე საათის შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ საკუთარ გენერალურ ინსპექტორს დაავალა შეისწავლოს საკითხი იმის შესახებ, მიმდინარეობდა თუ არა გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ “უადგილო პოლიტიკური მოსაზრებებით კონტრდაზვერვითი მოქმედებები ადამიანების მიმართ, რომლებიც რუს აგენტენთან თანამრომლობდნენ, რომლებიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერივნენ”.

მაისის დასაწყისში რუსული საეჭვო პირების პანთეონში გამოჩნდა ახალი პერსონაჟი, საიდუმლო აგენტი, რომელიც სხვადასხვა მიზეზებით ტრამპის სამ თანამოზრესთან კონტაქტში შევიდა, მათ შორის საგარეო პოლიტიკის საკითხებში მრჩეველ კარტერ პეიჯთან და ახალგაზრდა ჯორჯ პაპადოპულოსტან. ერთდროულად ორი ინტერპრეტაცია დაიბადა. ტრამპის და მისი თანამოაზრეების აზრით, ეს ადამიანი მათთან აშკარად მიგზავნილი იყო და ვულგარულად უთვალთვალებდა ტრამპის მომხრეებს.

ლიბერალური პრესის და ყოფილი ძალოვანების თქმით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ეს ადამიანი პეიჯისა და პაპადოპულოსის დასამუშავებლად მიაგზავნა, რადგანაც კონტრდაზვერვას ინფორმაცია ჰქონდა მათი რუსებთან კავშირების შესახებ. ამ თემაზე New York Times-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ საიდუმლო ადამიანი ინფორმატორი იყო და არა აგენტი. გაზეთები რამდენიმე კვირის მანძილზე მის სახელს არ ამჟღავნებდნენ და ამით ამაყობდნენ – “ბიბისი” წერს. მეორეს მხრივ, New York Times-მა და Washington Post-მა მასზე იმდენი დეტალი დაწერეს, რომ ცხადი გახდა ვისზე იყო საუბარი. მაგალითად, გამოცემებმა დაწერეს – “ამერიკელი პროფესორი, რომელიც ბრიტანეთში ასწავლის”, “მუშაობდა რესპუბლიკელების ადმინისტრაციაში” ან “დიდი ხნის წყაროა გამოძიების ფედერალური ბიუროსა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსთვის”, გარდა ამისა, ეწერა საკონტაქტო პირები, თარიღები და აქტივობები, როდის რას აკეთებდა. საბოლოოდ, ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის ჟურნალისტების უმეტესობამ უკვე იცოდა ვისზე იყო საუბარი, ამიტომ, ამ დღეებში როცა სამმა გამოცემამ მისი სახელი დაწერა, ეს სიახლე მხოლოდ მკითხველებისთვის იყო.

საიდუმლო აგენტი აღმოჩნდა 73 წლის კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი სტეფან ჰელპერი, რომელიც 2016 წლის შუა თვეებში მართლაც იყო გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტი, პერიოდში, როცა აშშ-ს არჩევნებში რუსული კვალის გამოძიება დაიწყეს.
ჰელპერი, რომელიც რამდენიმე პრეზიდენტ-რესპუბლიკელთან მუშაობდა ნიქსოიდან დაწყებული ბუშ-უფროსით დამთავრებული, ვაშინგტონში ძალიან ცნობილი პირია.
2001-დან 2015 წლებში ის კემბრიჯის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებს ასწავლიდა და სადაზვერვო ორგანოების ყოფილ ან მოქმედ წარმომადგენლებთან ერთად სემინატებს ატარებდა.
მაგალითად, 2014 წელს ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის МИ-6-ის ექს-ხელმძღვანელთან რიჩარდ დირლავთან ერთად მან სემინარი ჩაატარა, სადაც მაიკლ ფლიპიც იღებდა მონაწილეობას – აშშ-ს სამხედრო დაზვერვის მაშინდელი ხელმძღვანელი და მომავალი ტრამპის მრჩეველი, რომელიც ახლა დაკითხვაზე ტყუილის თქმის გამო განაჩენს ელოდება. 2012 წლიდან ჰელპერი პენტაგონში ანალიტიკოსად მუშაობდა, მაშინ პენტაგონმა მას კვლევითი სამუშაოების გამო მილიონი დოლარი გადაუხადა.

ჰელპერის პირველი ცოლი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ცნობილი მუშაკის, რეი კაინის ქალიშვილი იყო, რომელიც ჯონ კენედისთან ერთად მუშაობდა კარიბის 1962 წლის კრიზისის დროს. 1980 წლების არჩევნების შემდეგ, როცა რეიგანმა დემოკრატ ჯიმი კარტერს მოუგო, ჰელპერს კარტერის შტაბის ჯაშუშობაში დასდეს ბრალი, რასაც თვითონ კატეგორიულად უარყოფდა.

ახლა რესპუბლიკელები, ტრამპის მეთაურობით, მას ისევ ჯაშუშობაში სდებენ ბრალს და იუსტიციის სამინისტროსგან ითხოვენ დოკუმენტებს, რომელიც ეხება ოპერაციას, რომელსაც ჰელპერი ორი წლის წინ ატარებდა ტრამპის თანამოაზრეების წინააღმდეგ. ჯერჯერობით, იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტები არ წარუდგენია.

ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ თუკი გამოძიების ფედერალური ბიურო ნამდვილად უთვალთვალებდა ტრამპის შტაბს წინასაარჩევნო კამპანიისას, მაშინ ეს “სამარცხვინო და არაკანონიერია”. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ტრამპის მიერ ძალოვანებზე თავდასხმა მისი მხრიდან ძალოვანების დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილია გამოძიების გამო, რომელსაც სპეცპროკურორი რობერტ მიულერი ატარებს.

სამშაბათს ტელევიზიით გამოსვლისას აშშ-ს ეროვნული დაზვერვის ყოფილმა დირექტორმა ჯეიმს კლეპერმა განაცხადა, რომ ტრამპის შტაბს ფედერალური სამსახური არ უთვალთვალებდა.
ორშაბათს გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი რისტოფერ რეი, იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელის მოადგილე როდ როზენშტაინი და ეროვნული დაზვერვის დირექტორი დენ ქოუტსი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდნენ, რომ ჰელპერთან დაკავშირებულ სკანდალზე ესაუბრათ, რომელსაც ძალოვანები და ტრამპი სხვადასხვა ინტერპრეტაციას აძლევენ.

მასალა მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

banner
წინა სტატიაშიმათემატიკის გამოცდა მე-12 კლასელთა 12%-მა ვერ ჩააბარა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში აშშ-ს მოქალაქეზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა