შინაგან საქმეთა მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სახალხო დამცველთან – ნინო ლომჯარიასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე – შალვა ბედოიძე და მინისტრის მოადგილე – ალექსანდრე დარახველიძე, ასევე, ომბუდსმენის მოადგილე – გიორგი ბურჯანაძე.
შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრეს და ბოლო დროს დაფიქსირებული ინციდენტები განიხილეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა და სახალხო დამცველმა საარჩევნო პერიოდში შესაძლო დარღვევებზე ინფორმაციის გაზიარების და მყისიერი რეაგირების მიზნით აქტიური თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს.

banner
წინა სტატიაშისაიამ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიასაქსტატი – აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 10.3 პროცენტით გაიზარდა