საქსტატი – აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 10.3 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 10.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 12.0 პროცენტია.

საქსტატის ცნობით, 2021 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა ისეთ დარგებში, როგორიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება.

ხოლო კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა
შემდეგი სტატიაკულუმბეგოვი – წუწუნს ჯობია, აიცრა და არ დაუშვა შემდეგი ტალღა ჩვენს ქვეყანაში