შინაარსს ვიცნობ თუ რა ნაბიჯზეა საუბარი, თუმცა არ მაქვს უფლება, ამაზე ვისაუბრო – ვაშაძე კინზინგერის განცხადებაზე

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ იცის, როგორი ნაბიჯის გადადგმაზე ისაუბრა ინტერვიუში კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა, თუკი პროპორციული საარჩევნო სისტემის გარშემო პროგრესი არ იქნება.

​„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყნის, საქართველოს ყველაზე ახლო მეგობრის კონგრესმენმა კიდევ ერთი კონკრეტული, ცხადი განცხადება გააკეთა, თუ არ იქნება პროგრესი, კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც ისინი გადადგამენ, ძალიან დიდი სიურპრიზი შეიძლება იყოს ბევრისთვის. გარკვეულწილად, შინაარსს ვიცნობ თუ რა ნაბიჯზეა საუბარი, თუმცა არ მაქვს უფლება, ამაზე ვისაუბრო. „ქართული ოცნება“ ქმნის საფრთხეს, რომ საქართველო მოექცეს საგარეო იზოლაციაში. ამიტომ, მათ ძალიან ცოტა დრო აქვთ დარჩენილი იმისთვის, რომ გონს მოეგონ და ადეკვატური გადაწყვეტილებები მიიღონ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიდარწმუნებული ვარ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება – გამყრელიძე
შემდეგი სტატიაარ ვიცი ამჯერად ზურაბიშვილის მოხსენება კიდევ ერთი ზიანის მომტანი იქნება თუ არა, ჩვენ ყველანი ამას ვიხილავთ, უბრალოდ არ ვიქნებით დარბაზში – ბოკერია