არ ვიცი ამჯერად ზურაბიშვილის მოხსენება კიდევ ერთი ზიანის მომტანი იქნება თუ არა, ჩვენ ყველანი ამას ვიხილავთ, უბრალოდ არ ვიქნებით დარბაზში – ბოკერია

არ ვიცი ამჯერად ზურაბიშვილის მოხსენება კიდევ ერთი ზიანის მომტანი იქნება თუ არა, ჩვენ ყველანი ამას ვიხილავთ, უბრალოდ არ ვიქნებით დარბაზში – ამის შესახებ განცხადება, “ევროპული საქართველოს” ერთ ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„ეს სამარცხვინო ფიგურა, პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელიც ძალადობით და მოსყიდვით თავს დაასვა ივანიშვილმა ქვეყანას, ყოველდღე პრობლემებს უქმნის საქართველოს თავისი ნაბიჯებით, გამონათქვამებით. არ ვიცი ამჯერად მისი მოხსენება კიდევ ერთი ზიანის მომტანი იქნება თუ არა, ჩვენ ყველანი ამას ვიხილავთ, უბრალოდ არ ვიქნებით დარბაზში. ზოგადად ყველა ამ პრობლემის გადაჭრის ძირი არის ივანიშვილში და ის უნდა ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას, ეს პრეზიდენტი ისევ არჩეული გვეყოლება და იქნება ზიანის მომტანი, მაგრამ გაცილებით ნაკლების, როცა ივანიშვილის ზურგი აღარ ექნება,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიშინაარსს ვიცნობ თუ რა ნაბიჯზეა საუბარი, თუმცა არ მაქვს უფლება, ამაზე ვისაუბრო – ვაშაძე კინზინგერის განცხადებაზე
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის უწყებაში დასაქმებულ მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა