“ისლამური სახელმწიფოს” ქართულენოვან ვებ-გვერდებზე რამდენიმე საათია შესვლა შეუძლებელია.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, “ისლამური სახელმწიფოს” ქართულენოვანი ვებ-გვერდების დაბლოკვა გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.
აღნიშნულ ვებ-გვერდებზე “ისლმური სახელმწიფოს” ქართველი მებრძოლები ვიდეომიმართვებსა და სხვადასხვა სახის ინფორმაციას ავრცელებდნენ. ერთ-ერთი ბოლო მიმართვა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, ქართველი ხალხისადმი იყო.