შეზღუდვების მოხსნით გამოწვეულ გაზრდილი მობილობის დაკომპენსირება საჭიროა, რის გამოც 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განმარტებით, შეზღუდვების მოხსნით გამოწვეულ გაზრდილი მობილობის დაკომპენსირება საჭიროა, რის გამოც 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება.

გადაადგილების შეზღუდვაზე არანაირი ცვლილება არ არის. როგორც დადგენილი იყო, 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება. ამის მიზეზი არის ის, რომ გადაადგილების მობილობა, რომელსაც სკოლების, ტრანსპორტის, კაფეების ღია სივრცეების გახსნით დავაგენერირებთ, უნდა დაკომპენსირდეს სხვა ტიპის შეზღუდვით. უფრო სწორიც იქნება, თუ კიდევ უფრო გამკაცრდება ეს გადაადგილების შეზღუდვა, თუმცა ვითვალისწინებთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესს და ამიტომ 21:00 საათს არ ვეხებით. ასევე, როგორც აღვნიშნე, შაბათ-კვირას არ იმუშავებს მაღაზიები, სურსათის მაღაზიების გარდა, ასევე შეზღუდული იქნება ბაზრობების და ღია სივრცეში კაფეების მუშაობა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ლორთქიფანიძე: კეზერაშვილმა საცავში გააგზავნა სამი პოლკოვნიკი მასალები შენობიდან გაიტანეს და გაანადგურეს
შემდეგი სტატიაისევ იმ აზრზე ვრჩები – კარლ ჰარცელი თეა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ