დიმიტრი ლორთქიფანიძე: კეზერაშვილმა საცავში გააგზავნა სამი პოლკოვნიკი მასალები შენობიდან გაიტანეს და გაანადგურეს

პარლამენტის ყოფილ წევრს დიმიტრი ლორთქიფანიძეს დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში კითხავენ. როგორც ლორთქიფანიძემ საგამოძიები უწყებაში შესვლამდე განაცხადა, გამოძიებას ამ საქმისთვის მნიშვნელოვან მასალებს მიაწვდის, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს დანაშაულში ამხელს.

კერძოდ, ლორთქიფანიძის მტკიცებით, იმ პერიოდში, როდესაც აზერბაიჯანთან საზღვრები უკანონოდ თანხმდებოდა, კეზერაშვილმა თავდაცვის სამიჯისტროში დაიბარა 2005 წელს დახურული მიწათმოწყობის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელი ზურაბ ბოჭორიშვილი და მას სთხოვა, მიეწოდებინა ინფორმაცია მნიშვნელოვანი კარტოგრაფიული და ტოპოგრაფიული მასალების ადგილმდებარეობის შესახებ.

ბოჭორიშვილმა განუმარტა, რომ ეს მასალები მიწათმოწყობის კვლევითი ინსტიტუტის ყოფილი შენობის საცავში ინახებოდა. ამის შემდეგ კი, ლორთქიფანიძის მტკიცებით, კეზერაშვილმა საცავში გააგზავნა სამი პოლკოვნიკი, ეს მასალები შენობიდან გაიტანეს და გაანადგურეს. დიმიტრი ლორთქიფანიძის მტკიცებით, აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ მოწმეები, რომელთა ნაწილი უკვე გამოიკითხა პროკურატურაში.

banner
წინა სტატიაშიამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ იხსნება, 15 თებერვლიდან იხსნება სკოლები
შემდეგი სტატიაშეზღუდვების მოხსნით გამოწვეულ გაზრდილი მობილობის დაკომპენსირება საჭიროა, რის გამოც 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება