ისევ იმ აზრზე ვრჩები – კარლ ჰარცელი თეა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ

პარლამენტში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელისა და “ქართული ოცნების” დეპუტატის, თეა წულუკიანის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ელჩმა პირველი კომენტარი მედიასთან უკვე გააკეთა და აღნიშნა, რომ ისევ იმ აზრზეა, რაც გუშინ თქვა.

ჰარცელმა გუშინ აღნიშნა, რომ თეა წულუკიანის მიერ სხდომაზე “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროება არაეთიკურად მიაჩნია.

“რადგან ნათელი იყო, რომ თეა წულუკიანს არ ესიამოვნა ჩემი გუშინდელი კომენტარი, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ პირადად შევხვედროდი მას, მე ისევ იმ აზრზე ვრჩები, რაც გუშინ განვაცხადე, თუმცა რაზე ვისაუბრეთ დახურულ კარს მიღმა ამას არ ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ერთმანეთის პოზიციები მოვისმინეთ. მე პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გავაკეთებ და მხოლოდ იმაზე ვისაუბრებ ყოველთვის, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩემი აზრით პოლიტიკური უთანხმოების გადაწყვეტა”, – თქვა კარლ ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაშიშეზღუდვების მოხსნით გამოწვეულ გაზრდილი მობილობის დაკომპენსირება საჭიროა, რის გამოც 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება
შემდეგი სტატიასაქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა ჯერ არ არის დაგეგმილი