შეუერთდით დროზე სანქციებს, თორემ თქვენ წინააღმდეგ მოუწევთ დაწესება… იფრინეთ მერე ნოვოსიბირსკში და არა პარიზში – გოცირიძე ღარიბაშვილს

“თქვენ ატყუებთ ჩვენს ამომრჩეველს, ამერიკელ მეგობრებს, ევროპელ მეგობრებს, ატყუებთ იმის გამო, რომ ხმამაღლა ეუბნებით – სანქციებს არ ვუერთდებითო. მერე კარასინთან დაარეკვინებთ აბაშიძეს და ეტყვის, არ დაუჯეროთ ახლა პარლამენტში, ხომ იცით იტყუებიან, არავითარ სანქციებს მიერთებული არ ვარ, აბა ნახეთ დოკუმენტი გამოცემული გვაქვს თუ არაო. ორმაგ თამაშს ეწევით თქვენ და არ გაგივათ ეს. იცით, რომ რუსეთში გაჩერდა საფეიქრო მრეწველობა იმიტომ, რომ ღილები არ აქვთ? იცით, რომ ძეხვი ვერ გამოუშვიათ, რადგან შესახვევი ქაღალდი არ აქვთ? მე რომ დღეს ვიყიდო ათასი ცალი მობილური ტელეფონი და ჩავდო იმ მანქანაში, რომელიც ლარსშია გაჩერებული, ვინ მეტყვის, რომ არ შეიტანოო? მძლავრი კომპიუტერი რომ ვიყიდო და გავიტანო, ვინ გამაჩერებს? სად არის დადგენილება? რუსეთში ხალხი გადარეულია ეძებს ღილაკიან ტელეფონს, ამ მდგომარეობაშია რუსეთი. ამიტომ, შეუერთდით დროზე სანქციებს, თორემ თქვენს წინააღმდეგ მოუწევთ ვიღაცებს სანქციების დაწესება, განსაკუთრებით მოსამართლეებს ეხებათ ეს. იფრინეთ მერე ნოვოსიბირსკში და ვლადივასტოკში და არა პარიზსა და ნიუ-იორკში.”- მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიმატანიდან გქონდათ ჩართვა და ხევსურეთიდან, ომი გინდოდათ? ქაქუცას საძვალესთან რატო იყავით?-ხერხეულიძე ღარიბაშვილს
შემდეგი სტატიათურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ელოდებიან, რომ შვედეთი და ფინეთი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ და შეწყვეტენ ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერას