მატანიდან გქონდათ ჩართვა და ხევსურეთიდან, ომი გინდოდათ? ქაქუცას საძვალესთან რატო იყავით?-ხერხეულიძე ღარიბაშვილს

ენმ-ს დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ ირაკლი ღარიბაშვილისთვის მიმართვა და საკუთარ გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოში, სადაც პრემიერის ინტერპელაციაა, ფრანგული გამოცემა “ფიგაროს” სტატიით დაიწყო, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზეა საუბარი.

ხერხეულიძემ მთავრობის მეთაურს მესამე პრეზიდენტისა და “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და პატიმრობა შეახსენა და უთხრა ისიც, რომ მედიის დევნა არ არის ევროპული გზა.

მისივე თქმით, საქართველოს უკრაინასთან მეტი ვალდებულებები აქვს, რადგან ყოველთვის იყო მედროშე ამ ქვეყნისთვის დახმარებაში, რაც დღეს ასე აღარ არის.

“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროინტეგრაცია გვინდა თუ არა და ნიშნისმოგებით ველაპარაკებით, სასაცილოა. უკაცრავად, მემკვიდრეობა საიდან გაქვთ, ამ გზის გაკაფვა საიდან დაიწყო ხო არ გაიხსნებეთ ბატონო ირაკლი? ან გუშინდელი ცერემონიალის რეჟისორი ვინც იყო და მატანიდან გქონდათ ჩართვა და ხევსურეთიდან, ომი გინდოდათ? იქ რა გინდოდათ, ქაქუცას საძვალესთან რატო იყავით? იმ კაცმა ხომ თავი შეწირა რუსულ იმპერიას, ხევსურეთის ამდენი აჯანყება ხო ეგ ბრძოლა იყო? რატო იყავით, ომი გინდოდათ? მე მიყვარს ეგ ისტორია და გამიხარდა დამოუკიდებლობის დღეს, რომ იქიდან ულოცავდით, მაგრამ მექანიკური იყო თქვენთვის ეს ყველაფერი და შინაარსობრივი დატვირთვა არ ჰქონია, ეგ არის უბედურება. ომი უნდა იდიოტს ამ ქვეყანაში. და ნებისმიერს, ვისაც ამისკენ მიდრეკილება აქვს, ის არის ავადმყოფი.” მიმართა ხერხეულიძემ ღარიბაშვილს.

banner
წინა სტატიაშიარცერთი ფაქტი არ მეტყველებს იმაზე, რომ პუტინს ნამდვილად სურს მოლაპარაკება და გამოსავლის პოვნა – კულება
შემდეგი სტატიაშეუერთდით დროზე სანქციებს, თორემ თქვენ წინააღმდეგ მოუწევთ დაწესება… იფრინეთ მერე ნოვოსიბირსკში და არა პარიზში – გოცირიძე ღარიბაშვილს