თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ელოდებიან, რომ შვედეთი და ფინეთი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ და შეწყვეტენ ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერას

ერდოღანმა რუსეთთან ერთად ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი განაცხადა

თურქეთი ელოდება, რომ შვედეთი და ფინეთი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ და ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერას შეწყვეტენ. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ სტამბოლში რუმინეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრისას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

თურქეთი ეწინააღმდეგება შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას, რადგან აღნიშნულ ქვეყნებს ოფიციალური ანკარა ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერაში სდებს ბრალს.

„ღიად გეტყვით, რომ არასწორია მიდგომა, რომ დროთა განმავლობაში ჩვენ მაინც დავითანხმებთ თურქეთს, რადგან ჩვენ მეგობრები და მოკავშირეები ვართ. ამ ქვეყნებმა უნდა გადადგან სერიოზული ნაბიჯები. ჩვენ შეუძლებელს არ ველოდებით, მათ უნდა შეწყვიტონ ტერორიზმისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ სტამბოლში გამართულ სამმხრივ პრესკონფერენციაზე.

თავის მხრივ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ განაცხადა, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი შვედეთისა და ფინეთის მიერ ნატო-ში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით.

„მრავალი ხმის საწინააღმდეგოდ, მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამ დავის დარეგულირების პერსპექტივასთან დაკავშირებით და ნატო-ს ხანგრძლივი ერთიანობისა და პარტნიორების სოლიდარობის სულისკვეთებით ეს საკითხი გადაწყდება“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

წინა სტატიაშიშეუერთდით დროზე სანქციებს, თორემ თქვენ წინააღმდეგ მოუწევთ დაწესება… იფრინეთ მერე ნოვოსიბირსკში და არა პარიზში – გოცირიძე ღარიბაშვილს
შემდეგი სტატიამოსკოვმა ხუთი ხორვატიელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა