“შეუძლებელია, ქართულ ოცნებას ეს გაუვიდეს” – გახარია ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებას ტვიტერზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ “შეუძლებელია, ქართულ ოცნებას ეს გაუვიდეს”.

“მთავრობამ დაჩქარებული წესით გააუქმა დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რითაც საშიში გზავნილი მისცა დამოუკიდებელ საჯარო მოხელეებს და მოქალაქეები დაუცველად დატოვა სახელმწიფო ძალადობის წინაშე.

შეუძლებელია, რომ ქართულ ოცნებას ეს გაუვიდეს. მადლობა ლონდა თოლორაიას და მის გუნდს”, – წერს გიორგი გახარია ტვიტერზე.

დღეს, 30 დეკემბერს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმა. დეპუტატებმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცეს.

კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7 დეპუტატი წინააღმდეგი იყო.

პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

banner
წინა სტატიაშიჩიხლაძე – „ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო“ ზუსტად „ქართულ ოცნებაზეა“
შემდეგი სტატიასააკაშვილი: “საერთოდ არ მეშინია ამათი. პირიქით, ჩემი ბრძოლის ხალისი და გამარჯვების რწმენა იზრდება”