სააკაშვილი: “საერთოდ არ მეშინია ამათი. პირიქით, ჩემი ბრძოლის ხალისი და გამარჯვების რწმენა იზრდება”

ბებიაჩემი მზია წერეთელი

“საერთოდ არ მეშინია ამათი. პირიქით, ჩემი ბრძოლის ხალისი და გამარჯვების რწმენა იზრდება” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ გავრცელებულ პირველ მიმართვაშია საუბარი.

რაც არ უნდა ჩაიდინონ, საერთოდ არ მეშინია ამათი. პირიქით, ჩემი ბრძოლის ხალისი და გამარჯვების რწმენა იზრდება.

ჩემზე არ ინერვიულოთ! ახლა მთავარია ერთიანობა და გადამწყვეტი შეტევისთვის მომზადება. ამ შეტევის დროც სულ მალე დადგება.

მე რაც შემეხება, სულ მალე მოვიშუშებ გორის “რეაბილიტაციისას” მიღებულ ტრამვებს და კიდევ უფრო დიდი ენერგიით ჩავდგები მწყობრში, თუმცა ახლაც ძალიან მხნედ და ოპტიმისტურად ვარ!, – წერს მიხეილ საააკაშვილი.

banner
წინა სტატიაში“შეუძლებელია, ქართულ ოცნებას ეს გაუვიდეს” – გახარია ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე
შემდეგი სტატია31 დეკემბერს და პირველ იანვარს ღამის კლუბებს სტუმართა შეზღუდული რაოდენობით და გამკაცრებული რეგულაციებით ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ