ჩიხლაძე – „ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო“ ზუსტად „ქართულ ოცნებაზეა“

„ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო“ ზუსტად „ქართულ ოცნებაზეა“, ყველაფერს შეფარვით აკეთებენ, ღამით, „ქურდულად“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაყვანაზე ისაუბრა.

„ქართული ოცნება“ წლის ბოლოს ფიქრობს – „ ჩვენი ყველაფერი გავიტანოთ“. ფიქრობენ, რომ „თავი ქუდში აქვთ“, ფიქრობენ, რომ ყველა ვითარებიდან გამარჯვებულები გამოვიდნენ, ფიქრობენ, რომ დასავლეთს საქართველოსთვის არ სცალია, არ ექნება აჟიოტაჟი და ყველაფერს ახლა ასწრებენ, ახალი წლის წინა დღეებში. უნდათ ყველაფერი ახლა მოასწრონ, იქნება ეს მიხეილ სააკაშვილი, სახელმწიფო ინსპექტორი, თუ სასამართლო. ამ ყველაფერს შეფარვით აკეთებენ, ღამით, „ქურდულად“, „ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო“ – ზუსტად „ქართულ ოცნებაზეა“ საუბარი.

მიხეილ სააკაშვილი თავდაპირველად ვერ გადაიყვანეს, აჟიოტაჟი, საზოგადოების, სამედიცინო და პოლიტიკური წრეებიდან გამოხმაურება ჰქონდათ, მაგრამ მივიდნენ და გუშინ ღამე, როდესაც არავინ ელოდა ეს გააკეთეს. ეს არის პირადი შურისძიება. აჩემება და ახირება“,- აღნიშნავს ჩიხლაძე.

banner
წინა სტატიაშისუსი: გრემისხევიდან გატაცებული 2 მოქალაქე თავისუფალია
შემდეგი სტატია“შეუძლებელია, ქართულ ოცნებას ეს გაუვიდეს” – გახარია ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე