შეწყვიტოს თავის “ფეიკ” შიმშილობა… მას რომ ჰქონდეს კაცობა და ღირსება ამას გააკეთებდა – კობახიძე

“მიხეილ სააკაშვილი პასუხისმგებელია იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე, რომლებიც ახლა შიმშილობენ. მას შეუძლია შეწყვიტოს თავის “ფეიკ” შიმშილობა და ამ შემთხვევაში ეს ბუნებრივია, პირდაპირ აისახება ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე. მას რომ ჰქონდეს კაცობა და ღირსება ამას გააკეთებდა, თუმცა, ნულოვანი კაცობა და ღირსება აქვს. მიხეილ სააკაშვილი პასუხისმგებელია ყველაფერზე, მათ შორის, იმაზე, რომ სხვები შიმშილობენ, ელენე ხოშტარია განსაკუთრებით, რადგან შიმშილობს უკვე 2 კვირაზე მეტია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის რისკის ქვეშ, მიხეილ სააკაშვილი არის ამაზე პასუხისმგებელი პირდაპირ. მას რომ ჰქონდეს კაცობა, ამის გამო შეწყვეტდა მარტო ამ შიმშილობას, მაგრამ მის კაცობასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჩვენი წარმოდგენა და ეს წარმოდგენა არის მყარი.” – აცხადებს “ოცნების” თავმჯდომარე კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენი ქვეყნის ანტისახე, ანტისიმბოლო
შემდეგი სტატიამე დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგის სასამართლო მიიღებს სახალხო დამცველის აპარატის, როგორც ნეიტრალური ინსტიტუტის პოზიციას მხედველობაში – ოთო კახიძე