მე დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგის სასამართლო მიიღებს სახალხო დამცველის აპარატის, როგორც ნეიტრალური ინსტიტუტის პოზიციას მხედველობაში – ოთო კახიძე

„ომბუდსმენის ან ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის პროცესში მესამე, ნეიტრალურ მხარედ ჩართვა სტრასბურგის სასამართლოს დანერგილი პრაქტიკაა.“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთო კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ევროპულ სასამართლოს აქვს პრაქტიკა, როდესაც სახალხო დამცველის აპარატს რთავს ხოლმე გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილში მესამე მხარედ, როგორც ნეიტრალურ, ობიექტურ მხარეს, რომლის დასკვნებიც, რეკომენდაციებიც მხედველობაში მიიღება სხვა მასალებთან ერთად. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ავტორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც კი უსმენს ხოლმე სტრასბურგი, როცა სჭირდება რომ ნეიტრალური პოზიცია გაიგოს. ამ შემთხვევაშიც ქალბატონ ნინო ლომჯარიას თხოვნა სასამართლოსადმი სრულიად ლეგიტიმურია, შეესაბამება სტრასბურგის პრაქტიკას და მე დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო ამას გაითვალისწინებს და მიიღებს სახალხო დამცველის აპარატის და თავად ომბუდსმენის, როგორც ნეიტრალური ინსტიტუტის პოზიციას მხედველობაში.“- განაცხადა კახიძემ

banner
წინა სტატიაშიშეწყვიტოს თავის “ფეიკ” შიმშილობა… მას რომ ჰქონდეს კაცობა და ღირსება ამას გააკეთებდა – კობახიძე
შემდეგი სტატიამდინარაძე – სააკაშვილის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებისა და პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული პატიმრის წამების კადრების შედარება წარმოუდგენელია