კობახიძე – მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენი ქვეყნის ანტისახე, ანტისიმბოლო

მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენი ქვეყნის ანტისახე, ანტისიმბოლო – ადამიანი, რომელიც აწამებდა, კლავდა, არის სახელმწიფოს ანტისახე და არა სახე, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კადრების გავრცელებას, რაც პრეზიდენტმა გააკრიტიკა, თავად ოპოზიცია ითხოვდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ის ლამაზი სანახავი არ იქნებოდა.

“კადრების გავრცელებას ითხოვდა რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი ყველა მედიასაშუალება. საზოგადოება რომ შეცდომაში შეყვანილი არ ყოფილიყო, მოხდა კადრების გასაჯაროება. ყველამ წინასწარ იცოდა რა თქმა უნდა, რომ კადრები არ იქნებოდა ლამაზი სანახავი, ეს იცოდა “ნაცმოძრაობამ”, მისმა მედიამ, მაგრამ მაინც ითხოვდნენ გასაჯაროებას, საბოლოო ჯამში, მედიამ იხილა ეს კადრები, რომელიც არ იყო ლამაზი სანახავი, თუმცა, სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში არაერთხელ გვიხილავს, მათ შორის, გორში, როცა ერქვა მას მთავარსარდალი, უკრაინაში, როცა თმებით ათრევინა თავი სამართალდამცავებს. მესამედ იხილა ის საზოგადოებამ ასეთ მდგომარეობაში. ეს არის მიხეილ სააკაშვილის სახე. ის არის ჩვენი ქვეყნის ანტისახე, ანტისიმბოლო, რომელიც აწებდა, კლავდა. ადამიანი, რომელიც აწამებდა, კლავდა, არის სახელმწიფოს ანტისახე და არა სახე,”- განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიამაღლების ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდა
შემდეგი სტატიაშეწყვიტოს თავის “ფეიკ” შიმშილობა… მას რომ ჰქონდეს კაცობა და ღირსება ამას გააკეთებდა – კობახიძე