“შეთავაზება იყო ნამდვილად”-ვისგან მიიღო თემურ აბაზოვმა შეთავაზება და რა კომენტარს აკეთებს მარნეულის ყოფილი მერი

“შეთავაზება იყო ნამდვილად, მე კი უარი არ მითქვამს, პარტიაში რატომ უარყოფენ, მაგათ უნდა ჰკითხოთ”, -აცხადებს მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი . მისი თქმით, ვერ იტყვის, პირადად ვისგან მიიღო შეთავაზება.

გუშინ აბაზოვმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნებიდან” პროპორციული სიით არჩევნებში კენჭისყრა შესთავაზეს. დღეს “ქართული ოცნების” პრესსამსახურმა აბაზოვის პროპორციულ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით ინფორმაცია უარყო.

თემურ აბაზოვმა თანამდებობა 2019 წლის თებერვალში დატოვა. აბაზოვს მოქალაქის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას სასამართლოში ედავებოდნენ – 2018 წელს დაკავებულიც იყო, თუმცა სასამართლომ მას გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი აცხადებს, რომ თემურ აბაზოვისთვის „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში ყოფნა არ შეუთავაზებიათ
შემდეგი სტატიათუ გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება ამაში ცუდი და ცინიკური არაფერია – კილაძე აბაზოვზე