გია ვოლსკი აცხადებს, რომ თემურ აბაზოვისთვის „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში ყოფნა არ შეუთავაზებიათ

region
ავტ.: region ივლისი 23, 2020 16:01

გია ვოლსკი აცხადებს, რომ თემურ აბაზოვისთვის „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში ყოფნა არ შეუთავაზებიათ

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ პროპორციულ საარჩევნო სიაში თემურ აბაზოვის შეყვანის თაობაზე მის მიმართ შეთავაზება არ ყოფილა.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ეს საკითხი განხილული არ ყოფილა.

„თემურ აბაზოვის მიმართ არც შეთავაზება ყოფილა და არც განხილული ყოფილა პროპორციულ საარჩევნო სიაში მისი შეყვანის საკითხი. ეს საკითხი არ განხილულა და არც შესაძლებელია განხილული იყოს. გადაწყვეტილებებს იღებს პოლიტსაბჭო და მისი რეკომენდაციები განიხილება საარჩევნო შტაბში. არანაირი ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ არსებობს და ვერც იარსებებს. კანდიდატი მისაღები უნდა იყოს საზოგადოებისთვის და რესურსი უნდა ჰქონდეს, საქმე აკეთოს ქვეყნისთვის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

თემურ აბაზოვმა გუშინ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნება.

მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავა, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე გულიევის მიმართ.

თემურ აბაზოვს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2018 წლის 14 ივნისს შეუფარდა, 2018 წლის 13 დეკემბერს კი აბაზოვი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 2020 წლის 12 თებერვალს რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. გამამართლებელი განაჩენი დადგა თემურ აბაზოვთან ერთად ბრალდებული სამი პირის მიმართაც.

region
ავტ.: region ივლისი 23, 2020 16:01

Google სტატისტიკა


4,431
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics