თუ გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება ამაში ცუდი და ცინიკური არაფერია – კილაძე აბაზოვზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ვინაიდან თემურ აბაზოვი სასამართლომ გაამართლა, მის პროპორციულ სიაში შეყვანაში “ცუდი და ცინიკური” არაფერი არის.

“მესმის ოპონენტების ცინიკური დამოკიდებულების, მათ სხვანაირად არ შეუძლიათ, მაგრამ, როდესაც არის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი, კონკრეტულ საკითხთან მიმართებით, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თუ იქნება გადაწყვეტილება გუნდში მიღებული, ამაში ცინიკური და ცუდი არაფერი არ არის”, – განაცხადა კილაძემ.

„ქართული ოცნების” წევრი აცხადებს, რომ დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა მხოლოდ ერთხელ ხდება, მეორედ და მესამედ კი ადამიანის გასამართლება დაუშვებელია.

„არაადამიანური დამამცირებელი მოპყრობა არის ყველანაირად მიუღებელი, თუმცა მე რამდენადაც ვიცი იყო სასამართლო ამასთან დაკავშირებით და დასრულდა სასამართლო პროცესი. ყველა ადამიანი, რომელიც ჩაიდენს დანაშაულს, ის ამ დანაშაულისთვის ერთხელ უნდა მიეცეს პასუხისგებაში. ორჯერ და სამჯერ დაუშვებელი არის პასუხისგებაში მიცემა.

ეს სასამართლო პროცესი დასრულდა, მე რამდენადაც ვიცი, ამ პირის გათავისუფლებით, ამიტომ ის არის ადამიანი, რომლის მიმართაც სასამართლომ მიიღო უკვე გადაწყვეტილება”, – განაცხადა კილაძემ.

banner
წინა სტატიაში“შეთავაზება იყო ნამდვილად”-ვისგან მიიღო თემურ აბაზოვმა შეთავაზება და რა კომენტარს აკეთებს მარნეულის ყოფილი მერი
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად თამარ ღვამიჩავა დანიშნა