„შენღა მაკლიხარ რამდენს ვილაპარაკებ. შენ უნდა იყო ჩუმად და როცა მოგცემენ სიტყვას მაშინ უნდა ილაპარაკო” – გოგიჩაიშვილი ხმალაძეს

სივრცითი დაგეგმარების კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გუშინ ხმაური მოჰყვა. საკითხს, რომელსაც დეპუტატები დაჩქარებული წესით იხილავდნენ, ოპოზიცია აპროტესტებდა. ერთმანეთს ლევან გოგიჩაიშვილი და ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე დაუპირისპირდნენ:

ირაკლი ხმალაძემ გოგიჩაიშვილს ურჩია საქმეზე მეტი ესაუბრა და ემოცია ნაკლებად გამოეხატა, რაზეც გოგიჩაიშვილმა უპასუხა: „შენღა მაკლიხარ რა, გადამიწყვიტო პარლამენტში რამდენს ვილაპარაკებ. შენ უნდა იყო ჩუმად და როცა მოგცემენ სიტყვას მაშინ უნდა ილაპარაკო.“

ირაკლი ხმალაძე კი ამბობს, რომ ოპონენტებისგან მხოლოდ პოლიტიკური განხილვა მოისმინა.

„მე უბრალოდ შთაბეჭდილებაც დამრჩა, რომ ოპოზიციის მხრიდან შინაარსობრივად საკითხს საერთოდ არც იცნობენ,“-აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

სივრცითი მოწყობის კოდექსზე, რომელიც 3 ივნისს უნდა ამოქმედდეს, დედაქალაქის მერია სხვა მუნიციპლიტეტებთან ერთად ვადის გადაწევას ითხოვს. მიზეზად გენგეგმის კოდექსთან შეუსაბამობას ასახელებენ. ოპოზიციას კი ეჭვი აქვს, რომ მერია ამ გადაწყვეტილებით ცდილობს, სამშენებლო ნებართვები ქაოტურად, კანონის გვერდის ავლით გასცეს. საკითხს პარლამენტში დღეს უნდა უყარონ კენჭი

banner
წინა სტატიაში„ეროვნული ბანკი სისტემატურად ატყუებს მოსახლეობას და მთლიანად უნდა გადადგეს“ – პაატა შეშელიძე
შემდეგი სტატია„შეიძლება იკვეთებოდეს ქართველი ჩინოვნიკებისა და ბიზნესმენების კორუფციული ინტერესები და რუსეთის ქმედებები“ – რომან გოცირიძე ანაკლის პროექტის შესაძლო ბლოკირებაზე