„ეროვნული ბანკი სისტემატურად ატყუებს მოსახლეობას და მთლიანად უნდა გადადგეს“ – პაატა შეშელიძე

ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების ახალი რეკორდი მოხსნა. გუშინ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ლარის ვარდნა თურქეთში ლირის გაუფასურებას დაუკავშირა.
ანალიტიკოსები კი გვენეტაძეს ტყუილში ადანაშაულებენ და თვლიან, რომ ეროვნული ბანკი, როგორც ინსტიტუტი, მთლიანად უნდა გადადგეს.
„პირველი პრობლემა არის ეროვნული ბანკის პოლიტიკა, შემდეგი პრობლემა არის ის, თუ რატომ სჭირდება სახელმწიფოს ვალების დაგროვება და გაზრდა, მათ შორის, შიდა ვალების გზით, მესამეა უშუალოდ პოლიტიკა, რა ხარვეზებია ამ პოლიტიკაში რატომ არის შეწყვეტილი ინვესტიციების ნაკადი უცხოეთიდან, საუბარი იმაზე, რომ თურქეთის ბრალია, სტატისტიკურად ეს არ დასტურდება, ამიტომ უნდა ვეძებოთ შიდა პრობლემა.

ვფიქრობ, ეროვნული ბანკი, როგორც ინსტიტუტი, მთლიანად უნდა გადადგეს იმიტომ, რომ ის სისტემატურად ატყუებს საქართველოს მოსახლეობას,“-აცხადებს ”ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს” პრეზიდენტი, პაატა შეშელიძე.

banner
წინა სტატიაში“ძალიან გამართული პასუხით წარვდგები პარლამენტის წინაშე,” – თამარ ჟვანიას ხვალ პარლამენტში ელოდებიან
შემდეგი სტატია„შენღა მაკლიხარ რამდენს ვილაპარაკებ. შენ უნდა იყო ჩუმად და როცა მოგცემენ სიტყვას მაშინ უნდა ილაპარაკო” – გოგიჩაიშვილი ხმალაძეს