„შეიძლება იკვეთებოდეს ქართველი ჩინოვნიკებისა და ბიზნესმენების კორუფციული ინტერესები და რუსეთის ქმედებები“ – რომან გოცირიძე ანაკლის პროექტის შესაძლო ბლოკირებაზე

ანაკლიის პორტის მშენებლობის შესაძლო შეჩერებას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ეკონომიკის სამინისტროს მიერ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის საიდუმლო ვითარებაში გაცემა არის საგანგაშო და ბევრ კითხვას აჩენს.

ვერავინ აუკრძალავს ფოთის პორტს განვითარებას, მაგრამ ეს არის დაკავშირებული ისეთი საკითხების მოგვარებასთან, რომელიც პირდაპირ დამოკიდებულია საქართველოს მთავრობაზე : მიწების გამოყოფა, გზების მიყვანა, ეკოლოგიური ნებართვის გაცემა და ასე შემდეგ. ეკონომიკის სამინისტოს მიერ გადაწყვეტილების მიიღება იმ დროს, როცა უნდა მოგვარებულიყო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაფინანსების საკითხი, როდესაც გადამწყვეტ ფაზაში არის შესული მოლაპარაკებები ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და ინვესტორებს შორის, გამოიყურება უცნაურად და ატარებს შეგნებული და მიზანმიმართული დივერსიის ხასიათს.

რომ არ აშენდეს ფოთის ახალი პორტი და ამავე დროს შეჩერდეს ანაკლიის პორტის მშენებლობა, ვინ იქნება პასუხისმგებელი? რა ფინანსური გარანტიები და სანქციები არის გათვალისწინებული ფოთის პორტის გაფართოების ნებართვის უკან?
მთავრობის ამ ავანტურას ისეთი პირი უჩანს, რომ არც ანაკლია აშენდება და არც ფოთის პორტი გაფართოვდება. ამ უკანასკნელში შეიძლება დაიწყოს გარკვეული სამუშაოები, რაც უფრო ანაკლიის შესაჩერებლად შეიძლება იყოს გამიზნული, ვიდრე ფოთის პორტის რეალურად განსავითარებლად.
გაცხადებული 250 მილიონი დოლარის ინვესტიციების განხორციელება ისედაც არ არის იმ მასშტაბის, რომ ფოთმა ანაკლია ჩაანაცვლოს, თუმცა ამ პროცესის განსაზღვრულ დროსა და განსზღვრული ფორმით ინიცირებამ, შეიძლება საბოლოოდ დაასამაროს ანაკლიის პორტის იდეა.

ამ პროცესში შეიძლება იკვეთებოდეს ქართველი ჩინოვნიკებისა და ბიზნესმენების კორუფციული ინტერესები, ისევე, როგორც რუსეთის ქმედებები, საქართველოში სტრატეგიული მნიშვნელობის ანაკლის პროექტის ბლოკირების სახით,“ – წერს გოცირიძე.

banner
წინა სტატიაში„შენღა მაკლიხარ რამდენს ვილაპარაკებ. შენ უნდა იყო ჩუმად და როცა მოგცემენ სიტყვას მაშინ უნდა ილაპარაკო” – გოგიჩაიშვილი ხმალაძეს
შემდეგი სტატიანათია თურნავას განცხადებით, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია