ნოდარ ხადური: შემოსავლების ნაწილში, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულებულია

ხადური

ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნოდარ ხადურის განცხადებით, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი შემოსავლების მხრივ სრულად შესრულებულია.

ხადურის თქმით, მთავრობამ აჩვენა, რომ შესაძლებელია ბიუჯეტის შესრულება ტერორისა და ზეწოლის გარეშე. ამის შესახებ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტში, გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

„კარგი ინფორმაციით მინდა დავიწყო და მოგახსენოთ, რომ შემოსავლების ნაწილში, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულებულია. იცით, რომ ფინანსთა სამინისტრო ფართედ მუშაობს ბევრი მიმართულებით. უპირველესად, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სამინისტროს და ზოგადად მთავრობის დამსახურებაა ის, რომ ბიზნესი გათავისუფლდა ხელისუფლების და მათ შორის საგადასახადო ინსტიტუტების ტერორისაგან და ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ბიუჯეტი შეიძლება შეივსოს ძალადობის გარეშე და ინფორმაცია, რომელიც ამ წუთებში მოგაწოდეთ, ამას ადასტურებს. ბიუჯეტი გახდა მეტად გამჭვირვალე. 2015 წელს საქართველო 102 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი სოციალური ვალდებულებების შესრულება ისე, რომ ფისკალურ სტაბილურობას არ შევუქმენით საფრთხე. ეს მიმართულებები რა თქმა უნდა გაგრძელდება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიუმრავლესობა შესაძლოა იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილებებას დათანხმდეს
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: 2012 წლიდან მოყოლებული უმუშევრობა 2,7% არის შემცირებული