უმრავლესობა შესაძლოა იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილებებას დათანხმდეს

news
ავტ.: news დეკემბერი 28, 2015 15:47

უმრავლესობა შესაძლოა იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილებებას დათანხმდეს

საპარლამენტო უმრავლესობა შესაძლოა „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებს დათანხმდეს, რომლის მიხედვით იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი შეიცვლება.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს საზოგადოების დიდი ჯგუფი მოითხოვს, ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართება.

„როდესაც ჩვენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების კანონპროექტს ვიხილავდით, ვფიქრობდი, რომ გარკვეული კორექტირება, რაც მაშინ მოხდა, უმჯობესია რომ არ ყოფილიყო და პირველი რედაქციით მიგვეღო. შეიძლება დღეს უფრო სხვა რეალობა გვქონოდა. ამ ფორმით მიღებული კანონი არ ნიშნავს, რომ არ ის არასდროს შეიცვლება. ვიმსჯელოთ და მივიღოთ სამართლიანი და გონივრული გადაწყვეტილება“, – აღნიშა ეკა ბესელიამ.

იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესში ცვლილების შეტანას არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს. ამის მიზეზი რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება გახდა, რომლის თანახმად ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ იქნა არჩეული.

news
ავტ.: news დეკემბერი 28, 2015 15:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,372
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics