“შეისწავლონ, რატომ და რის საფუძველზე გააჟღერა კაკუბავამ ეს ინფორმაცია” – ზაზა სარალიძე პროკურატურას მიმართავს

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა თბილისის პროკურატურას მიმართავს. სარალიძე ბორის კაკუბავას განცხადებებისთვის სამართლებრივი შეფასებების მიცემას ითხოვს.

კაკუბავა სისხლიანი გარჩევის ერთ-ერთი მონაწილის ბაბუაა. ყოფილი დეპუტატი ხორავს ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიას საზღვარგარეთიდან გამოეხმაურა და განცხადა, რომ სისხლიან დაპირისპირებას წინ კონკრეტული კონფლიქტი უძღოდა.

მის განცხადებებთან პრეტენზიები კი გარდაცვლილი არასრუწლოვნების ოჯახის წევრებს აქვთ.

„გააჟღერა თავიდან ბოლომდე, რომ აშანტაჟებდნენ მის შვილიშვილებს, აყოფინებდნენ ტუალეტში თავს და აწერდნენ ფულს. რადგან არასრულწლოვნებს ასე ძლიერად იცავს საქართველოს კანონმდებლობა, მოვითხოვ ჩემი შვილის, ლევანის და მათი მეგობრების უფლებებიც იყოს დაცული.

“რატომ გააჟღერა ეს, რის საფუძველზე გააჟღერა? და თუ არ შეესაბამება სიმართლეს მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი ფორმა. თავდასხმა თავდაცვის საუკეთესო ფორმა არისო, რაც ამ წუთში, ჩემი აზრით, გამოიყენა ბორის კაკუბავამ,“- აცხადებს დავით სარალიძის მამა.

banner
წინა სტატიაში“საქმეში არ არსებობს არანაირი პირადი ჩანაწერი” – პროკურორი ნეფარიძის ბრალდებებს პასუხობს
შემდეგი სტატიაეს არის არაკეთილსინდისიერი კომპანიის მხრიდან მანიპულირება, საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობებს ვერაფერი შეაფერხებს