“საქმეში არ არსებობს არანაირი პირადი ჩანაწერი” – პროკურორი ნეფარიძის ბრალდებებს პასუხობს

პროკურორი ბექა ეჟაშვილი ყოფილი დეპუტატის ზურაბ ნეფარიძის ოჯახის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ ისინი ნეფარიძის მიერ წარდგენილი ბრალისათვის თავის არიდებას ემსახურება.
„ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ სისხლის სამართლის მრავალტომიან საქმეში არ არსებობს არანაირი პირადი ჩანაწერი. საქმეში არის ძალიან ბევრი პირდაპირი მტკიცებულება და ნამდვილად არავის სჭირდება ასეთი ჩანაწერები. მათ მიერ გაკეთებული განცხადება ემსახურება პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას. რაც შეეხება იმას, თუ რატომ მისცა ბრალდებულის შვილმა მამის წინააღმდეგ ჩვენება, ნამდვილად არ ვიცი. თუმცა ჩვენება ადასტურებს, რომ ერთ-ერთი პიროვნება ფიქტიურად ჰყავდა გაფორმებული ბრალდებულ ზურაბ ნეფარიძეს და 36 000 ლარი თაღლითურად მიითვისა. ბრალდებულის შვილი ზურა ნეფარიძე ადასტურებს, რომ თვითონ გააცნო მამამისს ეს პიროვნება“, – განაცხადა ბექა ეჟიშვილმა. მისივე თქმით, ის მზად არის საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებით ნებისმიერ ქმედებაზე აგოს პასუხი:
„როგორც ვიცი, პროკურატურის გენინსპექციის მიერ მიმდინარეობდა მოკვლევა ჩემს სამსახურებრივ საქმიანობაზე. თუმცა, როგორც ვიცი, ეს შეწყდა. მიუხედავადად ამისა, მზად ვარ ნებისმიერ ჩემს ქმედებაზე ვაგო პასუხი“, – განაცხადა ბექა ეჟიშვილმა.
პროკურორის განცხადებით, მოხდება თუ არა საკრებულოს ყოფილი დეპუტატის შვილის მიმართაც ბრალის წარდგენა, ამას გამოძიება აჩვენებს და წინასწარ ვერ ისაუბრებს.

banner
წინა სტატიაში“ცოტა ისეთ ვიდეოებზეა საუბარი თქმა მიჭირს,” – ზურაბ ნეფარიძის შვილის მტკიცებით მას მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებენ
შემდეგი სტატია“შეისწავლონ, რატომ და რის საფუძველზე გააჟღერა კაკუბავამ ეს ინფორმაცია” – ზაზა სარალიძე პროკურატურას მიმართავს