ეს არის არაკეთილსინდისიერი კომპანიის მხრიდან მანიპულირება, საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობებს ვერაფერი შეაფერხებს

საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ ურთიერთობებს ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს – განაცხადა თბილისის მერმა „სითი პარკის“ განცხადების საპასუხოდ.
„ეს არის უბრალოდ არაკეთილსინდისიერი კომპანიის მხრიდან მანიპულირება. ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს იმ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს. ჩვენ ყველას მივესალმებით ვინც კეთილსინდისიერი ინვესტორი კომპანიაა. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ქართული ბიზნესი თუ უცხოური, ჩვენი კარი ყველასთვის არის ღია. არაკეთილსინდისიერ კომპანიებს, რა თქმა უნდა, მოვექცევით კანონის ფარგლებში
„თუ კომპანიას ექნება სურვილი სასამართლოში წავიდეს, ჩვენ მზად ვართ, სასამართლოში დავიცვათ ჩვენი პოზიციები. თუ ექნებათ სურვილი საარბიტრაჟო სასამართლოში წასვლის, ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი პოზიციები.” განაცხადა კალაძემ

banner
წინა სტატიაში“შეისწავლონ, რატომ და რის საფუძველზე გააჟღერა კაკუბავამ ეს ინფორმაცია” – ზაზა სარალიძე პროკურატურას მიმართავს
შემდეგი სტატიამშრალ ხიდზე მოვაჭრეებისთვის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყობა