“შეიძლება ეს არის პასუხი პარლამენტთან მიმართებაში” – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ხმაურიანად ჩაივლის

იუსტიციის უმაღლესი საბჭოში უვადო მოსამართლეობის ექვს მსურველთან გასაუბრება ჩანიშნული.
მათ შორის არის ლევან მურუსიძეც. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, უმაღლესი საბჭო მურუსიძის უვადო მოსამართლედ დამტკიცებით პარლამენტის გუშინდელი ქმედების შემდეგ, საკუთარი ძალის დემონსტრირებას ცდილობს.
“ისეთ ფიგურასთან გასაუბრება, როგორიც არის ლევან მურუსიძე, რომლის მიმართაც ძალიან ნეგატიური დამოკიდებულებაა, არ ერიდებიან. შეიძლება ეს არის პასუხი პარლამენტთან მიმართებაში იმიტომ, რომ პარლამენტმა შეაჩერა პროცესი. მთავარი პერსონა პარლამენტში გახლავთ მურუსიძე ჩინჩალაძესთან ერთად, ამით ამბობენ, რომ კი ბატონო თქვენ ჩინჩალაძეს არ ნიშნავთ, მაგრამ ჩვენ დავნიშნავთ მურუსიძეს, რადგან საბჭოს ამის უფლებამოსილება გააჩნია,”-აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში” კი აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად ხელისუფლებამ მისთვის სასურველი კანდიდატების დანიშვნა ვერ მოახერხა. სოფო ვერძეულის თქმით, სწორედ ამითაა განპირობებული იუსტიციის საბჭოს შემდგომი ნაბიჯები და მურუსიძესთანგასაუბრების დანიშვნა.

“ალბათ ეს არის საპასუხო ქმედება და რეაქცია პარლამენტის გადაწყვეტილებაზე, რაც არის ძალიან სამწუხარო, რადგან აჩვენებს თუ რა რეჟიმში მუშაობს იუსტიციის საბჭო,”-აცხადებს სოფო ვერძეული.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი, რომელთა ბიოგრაფია საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს იწვევს, პარლამენტმა გუშინ არ დაამტკიცა. კანდიდატურების განხილვა გაზაფხულამდე გადაიდო.

banner
წინა სტატიაშილევან შონიას დღეს აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ
შემდეგი სტატიათემირლან მაჩალიკაშვილის საქმე – საპარლამენტო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ენმ-ს ინიციატივას “ევროპული საქართველო” მხარს უჭერს